17 ნოე 2026, 12:29
1საქართველო–აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია ორი ქვეყნის განათლების და მეცნიერების სამინისტროების ორგანიზებით - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, სესიის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ და აზერბაიჯანის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემები და მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს.
კონფერენციის დასასრულს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.