17 ნოე 2026, 12:32
0დღეს დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე ნაადრევი მშობიარობის პრევენციის, დღენაკლული ახალშობილების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათი შემდგომი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა უწყების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა.
2026 წლის ივლისიდან, ცენტრმა მაღალი რისკის ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ახალი პროგრამა "დედის რძის ბანკი" აამოქმედა. ამასთან, ცენტრი ახორციელებს ახალშობილთა სკრინინგულ პროგრამებს.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება მოინახულა და ადგილზე გაეცნო განყოფილებაში არსებულ სერვისებსა და სამედიცინო მომსახურების პროცესს. დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ნოემბერში აღინიშნება.
მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან ერთი ნაადრევად, ორსულობის 37-ე კვირამდე იბადება.