ყოფილი მეუღლის მიმართ განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

17 ნოე 2026, 12:26

3
გაზიარება:

ოჯახის წევრის მიმართ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა კაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ამისთვის ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა ნაცნობს. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.