17 ნოე 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს ფოთის ბაზაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს სანაპირო დაცვის ძირითადი ამოცანები და შესაძლებლობები გააცნეს.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დაათვალიერა სანაპირო დაცვის ერთ-ერთი სადარაჯო ხომალდი და საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა, ასევე დელეგაციასთან ერთად სუფსაში მდებარე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო.