17 ნოე 2026
"ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდა.
პლენუმის შეკითხვებს პარტია "ლელოს" წარმომადგენლები უპასუხებენ.
სხდომის დაწყებამდე წინასწარი კომენტარები გაკეთდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, მოპასუხე მხარის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან იტყუებიან.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რას, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან და ამასაც თავისი ახსნა აქვს - სიმართლე რომ თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას, იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზე არის აგებული. იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ამიტომ, მათ უწევთ ტყუილების თქმა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმასაც ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ტყუილები შემდგომ მათ ყველაფერი წინ დახვდებათ'' - განაცხადა გიორგი კახიანმა.