გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ნებისმიერ დროს შეიძლება, ამათი მოტრიალების შემთხვევაში, ქვეყანა გადაჩეხონ უფსკრულში

17 ნოე 2026

„გინახავთ სადმე, რომელიმე ქვეყანაში, რომ ისტორიის ინსტიტუტი გაეყიდოთ?! ამათმა გაყიდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ხომ წარმოგიდგენიათ ახლა, რა ძალასთან გვაქვს საქმე?! ნებისმიერ დროს შეიძლება, ჯვარი გვწერია, ამათი მოტრიალების შემთხვევაში, ამ ადამიანებმა ქვეყანა გადაჩეხონ უფსკრულში. მარტივად საუბრობენ.  დედაქალაქში, სადღაც რომელიღაც თბილ, მყუდრო ბინაში მოკალათებული ადამიანი ლაპარაკობს ძალიან მარტივად ფრონეს ხეობის, ქსნის ხეობის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან აყრილ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ოჯახები დაკარგეს, გაუბედურებულ ადამიანებზე. გააუბედურეს ეს ადამიანები. იქ ყველაზე მშრომელი ხალხი ცხოვრობდა, დოვლათი იქმნებოდა.  უამრავი ეკლესია-მონასტერი არსებობდა, ჩვენი ცოცხალი ისტორია იყო იქ და სად წავიდა ეს ყველაფერი?! ამათი ვაი ქართველობით, წინდაუხედაობით, გაუზრებელი, პროვოკაციული და მავნებლური პოლიტიკით, ეს ყველაფერი ჩვენ მავთულხლართს მიღმა დაგვრჩა“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, ბოდიშის მოხდისა და დანაშაულის აღიარების ნაცვლად, ოპონენტები სიტყვა „დამხობას“ განიხილავენ.  

„იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ დღეს და ბოდიში მოიხადონ, გაემიჯნონ ამ ყველაფერს და თქვან, რომ დიახაც, ეს იყო დიდი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე,  რაღაც ფილოლოგიურ განხილვები მიდიოდა და სისულელემდე მიდიანგ.  „დამხობა, დამხობაა“ -  რა ინტერპრეტაცია სჭირდება ახლა „დამხობას“, როცა ის მიმართულია პირდაპირ ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალებაზე?“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.