საქართველოს ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

17 ნოე 2026

დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B2 ჯგუფის დასკვნით, მეექვსე ტურის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ბოლო ადგილის თავიდან ასაცილებლად და B ლიგაში დარჩენის შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდება.