„2003 წელს, საგანგებოდ შერჩეული აგენტურა მოიყვანეს ქვეყნის სათავეში, რათა ქართული საზოგადოება სულიერად გამოეშიგნათ“ - გიორგი სოსიაშვილი

17 ნოე 2026

 

„მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. თქვენ რა გგონიათ, ვარდების რევოლუციით რომ შეიფუთა ეს ყველაფერი, თავის დროზე, მართლა ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა?! ეს იყო ჩვეულებრივად ხელისუფლების გადატრიალება“, -  ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სათავეში მოყვანილი პირებისმიზანი ქართული საზოგადოების სულიერიგამოფიტვა და ეროვნული იდენტობისთვის ძირისგამოთხრა იყო.

„ისინი თავიანთმა პატრონებმა მოიყვანეს, საგანგებოდ შერჩეული აგენტურა, ქვეყნის სათავეში. საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი იმისათვის, რომ აი, ეს  უსამშობლო ადამიანები, რელიგიისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ზიზღით განწყობილნი, ქართული სულიერების წინააღმდეგ ზიზღით სავსე ადამიანები საგანგებოდ სპეციალურად გაზარდეს, გამოწვრთნეს  იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში, ქართული საზოგადოება გამოეშიგნათ სულიერად და  ქართული იდენტობისთვის ძირი გამოეთხარათ, რომ ქართველი ხალხი დარჩენილიყო სულიერი ძალებისგან გამოფიტული. სწორედ, ამიტომაც დაიწყო ეს აურზაური- შეტევები ქართულ ეკლესიაზე, აკადემიურ სივრცეზე, ქართულ მეცნიერებაზე, ქართულ მწერლობაზე, "- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.