17 ნოე 2026
„მე, არასოდეს არ ვუწოდებ მათ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი არიან, გამოკვეთილი ანტიეროვნული დაჯგუფებები, რომლებმაც ბევრი დანაშაული ჩაიდინეს“, - ამის შესახებ „ნეიტარალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მამრაძის თქმითვე, მათ მოახდინეს თვითლუსტრაცია სასამართლოში თავისი გამოსვლებით.
"ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ და ეპასუხათ შესაბამისად, თუ ჰქონდათ რაღაც არგუმენტები, არა - ნაცვლად იმისა, აბდაუბდა, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოვისმინეთ. ძალიან საინტერესოა, რომ თურმე ყველაფერს კარგს აკეთებდნენ ესენი, როგორც პარტია და კი ბატონო, იყო იქ წამება თუ დარღვევა, მაგრამ ამას ხომ სახელმწიფო აკეთებდა, პარტია ხომ არ აკეთებდა - რა საოცრებაა, მსგასი ვერაფერი წარმომედგინა აბსურდის მხრივ“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.- განაცხადა პეტრე მამრაძემ.