გიორგი სოსიაშვილი: ,,საბოლოოდ დარმწუნდება ჩვენი საზოგადოება, თუ რატომ იყო ამ სარჩელის წარდგენის აუცილებლობა და რატომ შესრულდა ქართველი ხალხის დაკვეთა”

17 ნოე 2026

„საბოლოოდ დარწმუნდება ჩვენი საზოგადოება, თუ რატომ იყო ამ სარჩელის წარდგენის აუცილებლობა და რატომ შესრულდა ქართველი ხალხის დაკვეთა! როგორი საშიში არის ამ ადამიანებთან და ამ ძალასთან აფილირებულ პირებთან ურთიერთობა და როგორი საშიშროება არსებობს, თუ ეს ხალხი დარჩება პოლიტიკურ ველზე მომავალში, შესაძლებელია განმეორდეს ის საშინელი პერიოდი, სისხლის წვიმების დროს საქართველოში, რომელიც ამ ბატონების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, „მამა აბრამის ბატკნებად "წარმოადგინონ თავი.

„დიპლომატიის ნიუანსებზე ლაპარაკობენ და დიპლომატიის არსს განმარტავენ. დიპლომატიის არსი მაშინ უნდა განემარტა ამ ბატონს (დავით დარჩიაშვილს), როცა ქვეყანას თავს დაატეხეს ეს უბედურება და ქვეყანა ამ უზარმაზარ მონსტრს შეახეთქეს და 100-ზე მეტი ქართული სოფელი დააკარგვინეს საქართველოს, მავთულხლართით გადააღობინეს შუაგული ქართული მიწები და ათეულ ათასობით ოჯახი გააუბედურეს

აი, მაშინ უნდა ელაპარაკათ საერთაშორისო ნიუანსებსა და დიპლომატიაზე. ახლა გაიგეს თურმე, რომ ტალიავინის დასკვნა იმდროინდელი კონიუნქტურის ბრალი იყო. როცა ქვეყანა ასეთ ნაბიჯებს დგამს და ასეთი შლეგი ხელმძღვანელი ჰყავდა, ასეთი ბანდა მართავდა და უბედურებას შეახეთქებს, მაშინ უნდა გაეაზრებინათ ეს ყველაფერი, რა უბედურებაც დაატყდებოდა ჩვენს ხალხს თავზე“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.