16 ნოე 2026
ხულოს დრამატულ თეატრში აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა.
2026 წელი ანსამბლისთვის საიუბილეოა - დაარსებიდან 35 წელი გავიდა. საიუბილეო წელს ანსამბლი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარდგა.
კონცერტის მუსიკალურ მხარეს დირიჟორი და ქორმაისტერი გელა ვადაჭკორია ხელმძღვანელობდა, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი კი თემურ დოლიძეა.
პროექტი „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარება და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობაა.