ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს „ქართველები და ზღვა“ მესამედ მასპინძლობს

16 ნოე 2026

ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს „ქართველები და ზღვა“ მესამედ მასპინძლობს.

ფესტივალის ოფიციალური გახსნა აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. სამდღიანი პროგრამა ლიტერატურულ, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ემიგრაციასა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ხელოვანებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო გამოფენები. ფესტივალი 18 ნოემბერს დასრულდება.

პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მწერალთა სახლის მხარდაჭერით იმართება.