„ეკომეგობრული აჭარა 2026“ - კამპანიის პირველი ეტაპი დასრულდა, პროექტი ეკოფესტივალით დაგვირგვინდება

16 ნოე 2026, 18:10

2
გაზიარება:

საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა 2026“-ის პირველი ეტაპი დასრულდა.

ინიციატივის ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ჩატარდა შემეცნებითი და ინტერაქტიული შეხვედრები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. შერჩეული საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთნენ და ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი 28 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება, სადაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.

კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვა.