საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ნოე 2026

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

გამომსვლელებმა ისაუბრეს მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ როლზე, პედაგოგთა ღვაწლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ყურადღება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მათი მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

შალვა პაპუაშვილმა და მარიამ ლაშხმა ეროვნული პრემიის ლაურეატ მასწავლებლებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოშვებული სამახსოვრო მედალიონები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "ზოგადი განათლების რეფორმა – ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები".