16 ნოე 2026, 15:58
0ბათუმის მუნიციპალიტეტში M2 კატეგორიის მიკროავტობუსებით საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი 11 სამარშრუტო ხაზზე ჩატარდება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
"საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად (M2 კატეგორია) კონკურსის გამოცხადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: N25, N28, N31, N34, N39, N40, N44, N45, N46, N49 და N56.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 24 ნოემბერს, დილის 10:00-დან 17:00 საათამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში (ლუკა ასათიანის ქ. N25). M2 კატეგორიის ავტობუსების (მიკროავტობუსები) შემოწმების პროცესი ჩატარდება ცაბაძის ქ. N11-ში (ავტოსადგურის ტერიტორია), 27 -დან 30 ნოემბრის ჩათვლით, დილის 10:00 სთ.-დან 15:00 სთ.მდე. კონკურსის მიზანია ტექნიკურად გამართული M2 კატეგორიის ავტობუსების (მიკროავტობუსები) შერჩევა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.