16 ნოე 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 21 ოქტომბრიდან განიხილავს.
"ნაციონალური მოძრაობა" თავის ამპლუაშია, იმდენი მტკიცებულება მოგვცეს ამ პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად. ერთია შენ რა გაქვს ჩადენილი წარსულში და მეორეა შენ ამას იაზრებ, არ იაზრებ და თეორიულად შენ თუ მოგეცემა საშუალება, ამას გაიმეორებ თუ არ გაიმეორებ.
ამართლებენ ყველა იმ თავის არაკანონიერ არაკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ ამაყობენ კიდევაც. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა განშტოება, თვითონ უარყოფენ, არა არა ვართ და ამავე დროს ადასტურებენ, რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ ყველა იმ პროცესისა, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარეობდა, ისინი ამბობენ, რომ აი ეს რევოლუციური პროცესი რაც იყო არაკანონიერი მოლოტოვის კოქტეილის სროლა, სხვა ასეთი ვითარება, ეს არის ძალიან ნორმალური დემოკრატიული მოვლენა'' - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.