16 ნოე 2026
ვფიქრობ, რომ ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, შეთავაზება გაკეთებულია და ქართული მხარე ელოდება შემხვედრ პოზიციას.