16 ნოე 2026, 15:05
1დღეს, ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო წარსულში ცნობილი მოჭიდავის, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულისა და პრიზიორის, აჭარიდან დიდებში პირველი ევროპის ვიცე-ჩემპიონის, კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად, სპორტსმენები სომხეთიდან და ყაზახეთიდანაც მონაწილეობენ.
დღეს გამოვლინდნენ ის მოჭიდავეები, რომლებიც ხვალ ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ.