16 ნოე 2026, 14:49
1საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და Paris Saint-Germain-ის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა.
გამოცემის შეფასებით, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა პარიზული კლუბის მიერ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგებაში. GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ის თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.