16 ნოე 2026
სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გამართული ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის ტრიუმფალურად დასრულდა. ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 75 წელს ზემოთ მოჭადრაკეებს შორის მოიპოვა, ზურაბ სტურუამ კი 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეებს შორის გაიმარჯვა.
გაფრინდაშვილმა 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მეცხრედ, კარიერაში კი მეთოთხმეტედ მოიპოვა.
რაც შეეხება ზურაბ სტურუას, ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მარცხის გარეშე განვლო, 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, ზურაბ სტურუას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 50 წელს ზემოთ მოჭადრაკეებს შორის ორჯერ აქვს მოპოვებული.