საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სენეგალიდან სამშობლოში დაბრუნდა

16 ნოე 2026, 13:02

1
გაზიარება:

სენეგალიდან სამშობლოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ბოლო ნაკადი დაბრუნდა. ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს სენეგალის დედაქალაქმა დაკარმა 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა.

შეჯიბრებები სპორტის 25 სახეობაში გაიმართა და მასში 205 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში  13-მა სპორტსმენმა იასპარეზა.

ჩვენმა სპორტსმენებმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საერთო ჯამში ოთხი მედალი: ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მოიპოვეს. IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი  მოკრივე ემილ ისმაილოვი (55 კგ)გახდა.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ქვიშის მოჭიდავეები: ლუკა მახარაძე (70 კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (90 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით მძევაშვილმა (60 კგ).

საერთო ჩათვლაში, საქართველოს მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით 44-ე ადგილი ერგო.