სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა

16 ნოე 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 80 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში.

80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ იზეიმა, აბსოლუტურ წონაში კი ოქროს მედალი უზბეკმა შოხრუხონ ბახტიაროვმა მოიპოვა.

ზურაბ ჭიღლაძე საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ დააჯილდოვა. ცნობისთვის ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად გასულ წელს ჩატარდა.