ირაკლი ჭეიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას, ჩაძირავენ ნარკოტიკში

16 ნოე 2026

პოლიტიკური შეფასებების თემა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერმა "იუთუბ" გადაცემა "სიტყვის ფასში" აღნიშნა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან მას მიაჩნია, რომ ის დამნაშავე არ არის.

"არ მგონია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში გამოკეტოს ბევრი წლით" - აღნიშნა ჯაფარიძემ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლები მკაცრად უნდა ისჯებოდნენ და მსგავსი განცხადებების გაკეთება ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი პოლიტიკოსებისთვის მიუღებელია. 

"ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, მსგავს განცხადებებს ზოგადად არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ესენი ასე ფიქრობენ და ასე ცხოვრობენ.

ის, რომ ე.წ. ბარიგა და ნარკოტიკის რეალიზატორი უნდა დააკავოს სახელმწიფომ, ეს არის კრიმინალი და უმკაცრესი სასჯელი უნდა განისაზღვროს მისთვის, ეს არის მგონი არახალი.

ეს ადამიანები, ერთი წამით წარმოიდგინეთ ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფოს, ზოგადად ქვეყანას? ჩაძირავენ ნარკოტიკში თავიდან ბოლომდე.

მსგავს განცხადებებს როცა აკეთებ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსად მიგაჩნია თავი, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოსახლეობა შენ არჩევნების პერიოდში ხმას არ გაძლევს", - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილი.