შანხაიში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

16 ნოე 2026

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, ღვინის გამოფენა "პროვეინ შანხაი" გაიმართა, მასში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „მეიბურგ ვაინ მედიას“ ორგანიზებით, ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციები ქვევრის ღვინის ისტორიის, კულტურისა და ტექნოლოგიის შესახებ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენას 100 000-მდე ვიზიტორი ესწრება, რაც ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. 

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ჩინეთში მარკეტინგული კამპანია 2013 წლიდან მიმდინარეობს.