16 ნოე 2026, 12:01
0ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შეხვდება.
უწყების ცნობით, 19 ნოემბერს სი ძინპინი, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-რუსეთ-აშშ-ის სამიტს გამართავს. ინფორმაცია დაადასტურა კრემლის პრესსპიკერმაც.
დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს რომ სამმხრივი შეხვედრა დადებით გავლენას მოახდენს საერთაშორისო ვითარებაზე.