პირველი დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს სრულად ხურავს

16 ნოე 2026

ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად დახურავს. საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიზეზად რუსული სპეცსამსახურების მხრიდან დივერსიულ მცდელობას ასახელებენ. 

ტალინმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცავებმა დრონების მწარმოებელი კომპანიის შენობის გადაწვის მცდელობისთვის 8 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, საქმის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას. საზღვრის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი გადაამოწმებს ინფორმაციას და თუ ეს სიმართლეა, ეს ნაბიჯი რუსოფობიის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება.