16 ნოე 2026
ტაილანდში, კუნძულ ფუკეტზე კომერციულ ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი შენობაში გაჩნდა, სადაც ავტომობილებს აქირავებდნენ, მოგვიანებით კი რამდენიმე ახლომდებარე შენობაზე გავრცელდა.
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
პოლიციის ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ტურისტები არ არიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.