პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

16 ნოე 2026, 11:56

0
გაზიარება:

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მთავრობის მიერ ოქტომბრის ბოლოს ინიცირებულ რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას ითვალისწინებს. მიმდინარე მოდელით, მედიასაშუალებები ფიზიკური პირებისა და საწარმოების მიერ გადახდილი მოსაკრებლებით ფინანსდება.

ცვლილებების ფარგლებში, დაფინანსების 15%-ით შემცირებაც იგეგმება, რაც მაუწყებლების შეფასებით, საზოგადოებრივ ტელევიზიას - 2008 წლის, ხოლო რადიოს 2005 წლის ბიუჯეტის დონეზე დააბრუნებს.

რეფორმის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილებები მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის და სამთავრობო კონტროლის რისკებს გაზრდის.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა არსებული სისტემის შეცვლასა და საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების წესის რეფორმირებას კვლავაც გეგმავს.