16 ნოე 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან, ასევე კატარის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.