საგარეო უწყება – ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართვველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს

16 ნოე 2026

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება.