საბა ინანეიშვილმა ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

15 ნოე 2026, 22:15

1
გაზიარება:

ზაგრების გრანპრიზე მედლით დაასრულა გამოსვლა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელ იერასილ კაჟიბაევი იპონით სძლია.

მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა 90 კგ. წონაში მოასპარეზე ლუკა ჯავახიშვილს, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კანადელ კიგან იანგთან დამარცხდა.