ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - მოქალაქეები  ცხოვრების ხარჯების გაძვირებას აპროტესტებენ

15 ნოე 2026, 21:51

0
გაზიარება:

ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - მოქალაქეები  ცხოვრების ხარჯების გაძვირებას აპროტესტებენ.

საფრანგეთში დემონსტრაციებზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული.

პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ნანტსა და ბორდოში კი სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, როდესაც დემონსტრანტების კოლონებმა შეთანხმებულ მარშრუტს გადაუხვიეს. საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 121 ადამიანი დააკავა.

საფრანგეთში უკვე მეხუთე კვირაა დემონსტრანტები ცხოვრების ხარჯების გაძვირებას და სახელმწიფო მომსახურების დაბალ ხარისხს აპროტესტებენ.

საპროტესტო ტალღა გავრცელდა პორტუგალიაშიც. დედაქალაქ ლისაბონში აქციის მონაწილეებმა მთავრობას ქვეყანაში გამწვავებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს და მსვლელობა გამართეს.

დემონსტრანტების განცხადებით, ხელფასები ყოველდღიურ ხარჯებს ვეღარ ეწევა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდები და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები აღმოჩნდნენ. ბოლო კვირების განმავლობაში პორტუგალიაში საცხოვრებლის მზარდი ფასების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა იმატა.

სოციალური უკმაყოფილება მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სოციალურ გადაწყვეტილებებს ითხოვენ.