ქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს

15 ნოე 2026

ქართველი რეჟისორების - მამუკა ტყეშელაშვილისა და რევაზ ნასიძის ფილმებმა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს.

კინემატოგრაფიისეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი". სოხუმის თემაზე შექმნილმა ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.

ბულგარეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ "სინელიბრის" მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ლიტერატურული ადაპტაციისთვის რეჟისორ რევაზ ნასიძის ფილმს "ტრაგედია უგმიროთ" გადაეცა. ფილმი ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მინიატურის ეკრანიზაციაა.

ორივე ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.