ბათუმის სამედიცინო ცენტრის ეზოში წმინდა მკურნალების - კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძარი გაიხსნა

15 ნოე 2026

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ეზოში წმინდა მკურნალების - კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძარი გაიხსნა.

ტაძრის კურთხევის საზეიმო მსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

მეუფის მიწვევით, საზეიმო მსახურებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მსახურებას აჭარის მთავრობის წევრები და ადგილობრივი მრევლიც დაესწრნენ.