15 ნოე 2026
"ნარკოტიკის ჩამდები რეჟიმის პოლიტიკური წარმომადგენელი “ბარიგობის” დეკრიმინალიზაციას ითხოვს, ეს არის სწორედ პოლიტიკური პარადოქსის სახე", - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „იუთუბარხზე“, ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, მას არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი ციხეში უნდა იჯდეს, არ ჰგონია, რომ ის დამნაშავეა და სახელმწიფო ამაში უნდა ჩაერიოს და ციხეში მრავალი წლით გამოკეტოს.
„ერთი ზრდასრული ადამიანი მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი ნებით იმას ამაში ფულს უხდის, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არის. ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია. კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც, პირობითად ვამბობ. უხეში ფორმაა რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც. არ მგონია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში გამოკეტოს ბევრი წლით. მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვიხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ, ციხეში შევინახოთ. სიგიჟე მგონია ეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები და მე გამოვდივარ იმათ დამცველად, ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ და მე ამას არ შევიცვლი არასოდეს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძემ.