15 ნოე 2026, 14:18
1“ბათუმის თასი 2026 “ - ბათუმმა მინდვრის ჰოკეიში შეჯიბრებას უმასპინძლა.
შეხვედრები 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში სამი გუნდი მონაწილეობდა.
პირველ საპრიზო ადგილზე ბათუმი, მეორეზე - აბაშა, მესამეზე კი ქუთაისი გავიდა. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
“ბათუმის თასი 2026’’ ბათუმის სპორტული ცენტრისა და აჭარის ჰოკეის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.