15 ნოე 2026, 13:34
0სოფლის ტურიზმის ფესტივალის - ,,განდაგანას” დასკვნითი ღონისძიებები ბათუმში 16 ნოემბერს გაიმართება.
ფესტივალის პირველი დღე გუშინ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელსაც მრავალრიცხოვანი მაყურებელი ესწრებოდა.
ევროპის მოედანზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. სტუმრების განწყობაზე ბენდი ,,ურსა“, „ქართული ხმები" ,, თეატრალური კვარტეტი" და ,,შვიდკაცა" ზრუნავდნენ.
ღონისძიების მთავარ სცენაზე მაყურებლის წინაშე სიმღერისა და ცეკვის აკადემიური და ქორეოგრაფიული ანსამბლებიც წარსდგნენ და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს.
მუსიკალური პროგრამის პარალელურად, ფესტივალის სტუმრებს აჭარული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ კვების სივრცეებში, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებდნენ.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების მიზანია აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება.
ღონისძიება ყოველ წელიწადს შემოდგომაზე, ორი დღის განმავლობაში აღინიშნება, თუმცა გადაუღებელი წვიმის გამო, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დღევანდელი ღონისძიებები ხვალისთვის გადაიდო.