ვროკავშირმა სანქციათა სიიდან 4 რუსული კომპანია ამოიღო - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ

15 ნოე 2026

 ევროკავშირმა სანქციათა სიიდან 4 რუსული კომპანია ამოიღო.

განხილვის პროცესში სიიდან ამოიღეს "პირველი საინვესტიციო ბანკი", "საინვესტიციო კოოპერატიული ბანკი", ბანკი "რესო კრედიტი" და ნავთობის კომპანია "ტანეკო". ყველა ეს კომპანია ევროპელი აქციონერების ინტერესის სფეროშია.

არსებული ინფორმაციით,  ევროკავშირის სანქციების ახალი ნუსხა, საბოლოოდ, ხვალ დამტკიცდება. ის მოიცავს 113 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, 50 ბანკს, ენერგეტიკის კომპანიებს და სტრუქტურებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტთან".საქართველში პოლიტიკური შეფასებების საკითხია ევროკავშირის სანქციათა ახალი ნუსხა.

ევროკავშირის სანქციათა ახალი ნუსხა. საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საკითხია. 

პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტი.

"ნათელია, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე შეუძლიათ ხელი მოაწერონ, რაც შეეხება სხვის ინტერესებს, კანდიდატი ქვეყნის ინტერეს, იქ "პრინციპულ პოზიციას" იჩენენ და ყველანაირად ცდილობენ შეზღუდონ ქვეყნის განვითარება, თუნდაც ეკონომიკის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ჩვენ სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ, კარგად იცოდნენ, რომ ქართული ეკონომიკა თავზე ჩამოგვენგრეოდა, მაგრამ მაინც ითხოვდნენ. დღეს კი, როდესაც ეს ევროპულ ბიუროკრატიას სურს, ამა თუ იმ რუსულ კომპანიას ძალიან მშვიდად და წყნარად ამოიღებენ სანქციების სიიდან", - განაცხადა მათიკაშვილმა.