15 ნოე 2026
საფრანგეთში დემონსტრაციებზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული.
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ნანტსა და ბორდოში კი სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, როდესაც დემონსტრანტების კოლონებმა შეთანხმებულ მარშრუტს გადაუხვიეს.
საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 121 ადამიანი დააკავა. საფრანგეთში უკვე მეხუთე კვირაა დემონსტრანტები ცხოვრების ხარჯების გაძვირებას და სახელმწიფო მომსახურების დაბალ ხარისხს აპროტესტებენ.