საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი ხვალიდან განახლდება

15 ნოე 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი ხვალიდან განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. 


მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, წინა სხდომების მსგავსად, ახლაც უშედეგოდ ეცდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. 


ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მოსარჩელის მტკიცებით სია ვრცელია, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო პარტია პასუხისმგებლობას არ იღებს. ამართლებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც მოსარჩელე მხარისთვის მორიგი აღიარებაა.


"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი პარტიის წინააღმდეგ, სასამართლოს კიდევ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.