14 ნოე 2026
"ამ ანტიკონსტიტუციურობაზე დათანხმება ნებისმიერი პოლიტიკური თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, მცდელობას, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოელი პოლიტიკური აქტორების ხელით დაინგრეს", - ასე აფასებს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი "ვეტინგის" შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციას.
მისი განცხადებით, პოლიტიკურმა აქტორებმა სუვერენულ სახელმწიფოში შეარჩიონ, დანიშნონ მოსამართლეები, შეაფასონ და გადააფასონ ისინი - ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს.
"ამიტომ ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან კონკრეტულ პირებს სხვა მეტი არა დარჩენიათ, რომ პირდაპირ აღიარონ „ვეტინგის“ ანტიკონსტიტუციურობა", - აღნიშნავს მათიკაშვილი.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გურამ იმნაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რასაც ის ამართლებს. "ვეტინგის" სისტემა მოთხოვნილია ევროკომისიის ანგარიშში, რაც ნიშნავს, რომ უცხოელმა ექსპერტებმა უნდა დანიშნონ მოსამართლეები.