14 ნოე 2026
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 37-წლიან ისტორიაში მე-300 ოფიციალური მატჩი ტონგოსთან გამარჯვებით დაასრულა.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს თბილისში, ავჭალის სტადიონზე უმასპინძლეს და ანგარიშით 55:31 დაამარცხეს.
ნოემბერში „ბორჯღალოსნებმა“ პირველი თამაში კანადასთან დიდი ანგარიშით მოიგეს, მათ კიდევ ერთი შეხვედრა 21 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ელით.