14 ნოე 2026
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო საბჭოს პირველ სხდომაზე ტარიფების შემცირება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა და სხვა საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტრომ განაცხადა.
სხდომა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრება მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხზე, მათ შორის ტარიფების ორმხრივ შემცირებაზე, რომლის მოცულობა თითოეული მხრიდან 30 მილიარდი დოლარია.
სექტემბერში, ვაშინგტონში სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის სამიტის შემდეგ, მხარეებმა ტარიფების ორმხრივი შემცირების 60 მილიარდი დოლარის პაკეტი დააანონსეს. ის ითვალისწინებდა ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის იმპორტს. საბოლოო შეთანხმება ამ პაკეტზე ჯერ მიღწეული არ არის.