14 ნოე 2026
სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირი "Tbilisi Open 2026" მიმდინარეობს. შეჯიბრებაზე შვიდი ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს.
ტურნირს, რომელიც სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი დაესწრო. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლიპარტელიანი ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა.
სპორტსმენმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გუნდური ბრინჯაოსა და მსოფლიოს პირველობის საგზურის აღსანიშნავად, სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
ტურნირზე ნაჩვენები შედეგებით დაკომპლექტდება საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
თბილისის ღია პირველობა 15 ნოემბერს დასრულდება.