ბათუმის სამხატვრო სკოლა 90 წლისაა

14 ნოე 2026, 19:39

1
გაზიარება:

ბათუმის სამხატვრო სკოლა 90 წლისაა. სკოლამ საიუბილეო ღონისძიება გამართა, რომელსაც სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულები, ხელოვანები და მოყვარულები დაესწრნენ. 

ბათუმის სამხატვრო სკოლას დაარსების შემდეგ რამდენიმე წლიანი პაუზა ჰქონდა, 1970 წელს თავიდან გაიხსნა და ნიკოლოზ კანდელაძის სახელი მიენიჭა.

სკოლას ასობით კურსდამთავრებული ჰყავს და აქ მოსწავლეებს ხატვის, ძერწვის, თიხაზე, თექასა და გობელენზე მუშაობის, ხეზე კვეთის და ძერწვის შესწავლის საშუალება აქვთ.

საიუბილეო ღონისძიებაზე სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების ნამუშევრები გამოფინეს.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმის სამხატვრო სკოლა აჭარის კულტურის სამინისტრომ მადლობის სიგელით დააჯილდოვა, სკოლამ კი კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცა.