ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალდებულებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ 

14 ნოე 2026

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. 

საქმეზე კიდევ 5 ბრალდებულს, პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავასაღმკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა შეეფარდათ.