ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ღონისძიება "ასტრიდობა - დღე, როდესაც ზღაპრები ცოცხლდება" გაიმართა

14 ნოე 2026

"ასტრიდობა - დღე, როდესაც ზღაპრები ცოცხლდება“-  ძმები ნობელების სახელობის ბათუმის  ტექნოლოგიურ მუზეუმში შვედი მწერლის  ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით თემატური ღონისძიება გაიმართა.

მუზეუმის მიმდებარედ, ღია სივრცეში ბავშვებისთვის ლიტერატურულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები ჩატარდა, ადგილზე მისული სტუმრები სახალისო და ინტერაქტიულ თამაშებში ჩართვნენ. ამასთან, ბავშვები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ. 

პროგრამა სხვადასხვა ასაკის ბავშვზეა გათვლილი. ღონისძიების მიზანია ბავშვებში წიგნის კითხვის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვრების განვითარება.