14 ნოე 2026
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იმართება. აჭარული სოფლები, ორი დღის განმავლობაში, თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე არიან წარმოდგენილები.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებენ. ტარდება თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები. ასევე, წარმოდგენილია "გარდენია შევარდნაძის"აჭარული სოფლის თემატური დეკორაციები.
„განდაგანაზე" მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები და სოფლის ნობათია წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. მათ შორის იქნება ბენდი „ ურსა“, „გორდელა“, „კახაბერი და ხანუმები“, „ოდა“, „თეატრალური კვრატეტი“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“ და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება