14 ნოე 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საქმის განხილვა ორშაბათიდან განახლდება.
ამ ეტაპზე, სასამართლო პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმშია. ორი დღის განმავლობაში შეკითხვებს პარტია "ნაციონალური მოძრაობა" პასუხობდა.
მოსამართლეები დაინტერესდნენ ირღვეოდა თუ არა მასობრივად, წინა ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლება.
მოპასუხე პარტიას კითხვებზე პასუხის გაცემა 2018 წელს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, გამართული აქციაზეც მოუწია. პლენუმის წევრები, ასევე, დაინტერესდნენ, როგორ აფასებდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" 20 ივნისი აქციას.
მოპასუხეებმა დარღვევის ცალკეული შემთხვევები დაადასტურეს, თუმცა მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა მთელ პარტიას არ უნდა დაეკისროს.