აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით შეჩერებული ფრენები აღდგა

14 ნოე 2026

აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით შეჩერებული ფრენები აღდგა. ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ და შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკვეინ მალინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შეჩერების მიზეზი მოძველებული მოწყობილობიდან მიღებული არათანმიმდევრული მონაცემები იყო.

დაფის თქმით, ქვეყნის მასშტაბით არასტაბილურად მუშაობდა რადარები, კავშირგაბმულობა და საკონტროლო ცენტრები.

მისივე განმარტებით, მოძველებული სისტემა კონგრესის დაფინანსების არარსებობის გამო არ განახლებულა. მან კონგრესს ახალი, თანამედროვე სისტემისთვის 50 მილიარდი დოლარი სთხოვა და აღნიშნა, რომ სისტემის განახლების გარეშე მსგავსი შემთხვევები განმეორდება.

დაფის განცხადებით, ვითარების სრულად აღდგენას  დრო დასჭირდება და პრობლემები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ფრენების შეჩერების მიზეზების გამოძიებას ორივე პარტიის კონგრესმენები ითხოვენ.

აშშ-ში ყველა ფრენა დროებით შეჩერებული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გაავრცელა. ფრენების შეჩერების მიზეზად უწყებამ „განსაკუთრებული გარემოებები და უსაფრთხოება“ დაასახელა.

ქვეყნის მასშტაბით, აშშ-ში ფრენები ბოლოს 2023 წლის იანვარში შეჩერდა, როცა გაფრთხილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. მანამდე ასეთი რამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა.